“ნიორი 26 ლარი ღირს! ყველი -19ლარი, ჭაჭა – ერთი ლარით გაძვირდა! ნიღბებს 7 ლარად ყიდიან!” – საგანგაშო ცნობებს წერენ სოციალურ ქსელებში თბილისელები.
“ბათუმში ლობიო 20 ლარი გახდა” – წერენ ბათუმიდან.
“იმედია, მთავრობა მიხედავს ამ ქორვაჭრებს, სულ აიშვეს, რაღაც პროდუქტებზე მთავრობამ კონტროლი დააწესა, მაგრამ საჭიროა, ამ პროდუქტების ჩამონათვალი გაიზარდოს!” – აღნიშნავენ მოქალაქეები.