ჰამლეტ ჭიპაშვილი – ბონდო მძინარაშვილს: “ოპტიმიზმს არ ვიზიარებ!.. კონსერვატიზმის დაბრუნებამდე რა ვქნათ, რა ვიღონოთ?!”

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ლიბერალიზმის მზე ჩაესვენა. ბონდო მძინარიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი: „ლიბერალიზმის მზე ჩაესვენა საქართველოში. დიახ, განათლებული კონსერვატიზმისა და ნაციონალიზმის დრო დაბრუნდება ძალიან მალე. და ეს არა მხოლოდ საქართველოში! ეს აუცილებლად მოხდება! ეს უკვე მოხდა!“

„თქვენს პირს შაქარი“, მაგრამ რა ვუყოთ დღევანდელობას? კონსერვატიზმის დაბრუნებამდე რა ვქნათ, რა ვიღონოთ? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ლგბტ ქვეყანას-ქვეყანაზე იპყრობს? არათუ ქვეყნებს, საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 24-ზე მეტი ქალად გადაკეთებული კაცი ასპარეზობს, თანაც სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიც ძალოსნობა და ჭიდაობაა.

პროგრესი აშკარაა — წინა ოლიმპიურ თამაშებში ასეთთა რაოდენობა 50-ს არ აღემატებოდა, იმის წინაში კი — 15-ს. „კოვიდ-19“-სა არ იყოს, პიკს მიაღწევს ლგბტ-ეობა და უკუსვლას დაიწყებს? იქნებ, პირიქით?!

წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ ეს არ არის პედერასტობა, ქართველობა რომ მიიჩნევს. ეს სხვა რაღაცაა, ღრმა ფესვებით და კაცობრიობის წინააღმდეგ აგორებული უსერიოზულესი პრობლემით. სულ ახლახანს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების პირიდან მოვისმინეთ, ვითომ შემთხვევით ნათქვამი —„კოვიდ-19“ არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური გზით გაჩენასთან დაკავშირებული ვარაუდი, რომელიც განცხადებას უფრო ჰგავდა.

ამ თემაზე „კოვიდ-19“-ს გაჩენიდან დაწყებული ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ არა მარტო ჟურნალისტები, არამედ ვირუსოლოგები. ისინი დაბადების კერასაც ასახელებენ — აშშ-ს, ფორტ-დეტრიკის ლაბორატორიას. მიზანი? ისეთი, როგორიც ყველასთვის ცნობილ მღვდელს და ექიმს მალთუსს ჰქონდა — კაცობრიობის გამალებული გამრავლებისთვის ლაგამის ამოდება.

არადა, მალთუსის დროინდელ მსოფლიოში მილიარდნახევარი ადამიანი თუ ცხოვრობდა, დღეს 8 მილიარდია. ჭირს გაზრდილი მოსახლეობის გამოკვება, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. რაღაც ახალი რამ გახდა საჭირო გამრავლების დასამუხრუჭებლად. და აი ისიც — „კოვიდ-19“, თანდართული მოწოდებით — გინდათ სიცოცხლე — თავი შეიკავეთ ერთმანეთთან კონტაქტებისგან, ჩაიკეტეთ სახლში. პასუხად ამისა მოხდა მსოფლიოს ჩაკეტვა ე.წ. ლოკდაუნი, ეკონომიკური ვითარების უკიდურესი დეგრადაცია, ადამიანთა ფსიქიკური მდგომარეობის კატასტროფული გაუარესება. ფაქტიურად სიცოცხლითვის წერტილის დასმა!

ბევრი „კოვიდ-19“ და ლგბტ-ობას ერთმანეთს აკავშირებს და უხილავ თანამშრომლობაში სდებს ბრალს. ერთის შეხედვით ამ დაავადებათა შედეგი, უხეშად რომ ვთქვათ, შობადობის შეჩერება, შობილის საიქიოდ გასტუმრებაა. დასავლეთში ბევრს წერენ ამაზე —  დაბეჯითებით, ახალ-ახალი წყალგაუვალი მაგალითებით. სჯერა ამ ვარაუდების ვინმეს?

ვიღაცას სჯერა, ვიღაცას ნაკლებად, თუმცა ამით პრობლემა არ გვარდება. ჯერ-ჯერობით ორივე ლაღად დააბიჯებს დედამიწაზე. მიმაჩნია, რომ კოვიდის დასასრული ხვალ თუ არა ზეგ უდავოდ იქნება, მაგრამ ლგბტ-ს დასასრულს ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ ვხედავ!

ალბათ იმიტომ, რომ მძინარაშვილის მსგავსი ოპტიმიზმის წინაპირობას ვერ ვხედავ. რასაც ვხედავ ისაა, ორად გაყოფილი საზოგადოება რომ ჰქვია. სამწუხაროდ გაყოფილთა შორის მედიაც აღმოჩნდა — წყარო ინფორმაციისა და არა მარტო გაყოფილი, დაპირისპირებულიც. ლგბტ-ს მხარეს მყოფი მედია, ქოქოლას აყრის ლგბტ-ს წინააღმდეგ მდგომს და ისიც თავის მხრივ რადიკალური ზომების გატარებისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას. ლგბტ-ს მხარეს მყოფნი, საკუთარი თავის დაცვის, ამასთანავე თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების უყოყმანო შესრულებისთვის ხელისუფლებას სთხოვს პასუხს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი