COVID-19 საქართველოში – 28 ივლისის მონაცემები

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 377.597 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.509), გარდაიცვალა –  5.751 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.256 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.798 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 40.553 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.242, PCR–ტესტით – 17.311.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო 7 დღის – 6,92%.

სულ აცრილია – 432.795 ადამიანი, დღიურად აცრილია – 14.210 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.