ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეპიდსიტუაციისთვის ეს კვირა გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კოვიდსიტუაციის მხრივ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი “- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
თამარ გაბუნიას თქმით, არსებობს მოვლენათა განვითარების ორი სცენარი: პირველი სცენარის მიხედვით, ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის პერიოდში და მომდევნო დღეებში უნდა ველოდოთ კოვიდმაჩვენებლის დაღმასვლას, მეორე ვერსიით კი სწორედ ახლა იწყება აღმავალი პერიოდი.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 3 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 7.75 %-ია.
წყარო: newposts.ge