ვის უხდის მადლობას სტეფანე მღებრიშვილი?!

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ მან და მისმა ყოფილმა მეუღლემ, მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. მან ექიმებს პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

“Amtel Hospital / ამტელ ჰოსპიტალი-შო გავიკეთეთ “ფაიზერის” პირველი დოზა მე და მაიამ.

ნამდვილად არ მიკვირს არც კარგი ექიმი და განვითრაებული ქვეყნების კლინიკებშიც ნამყოფი ვარ.

მართლა გაოგნებული ვარ ექიმების ენთუზიაზმით, ორგანიზებულობით და პროფესიონალიზმით. როგორ არ ეზარებათ ამდენი გიჟური კითხვის მოსმენა და ღიმილით ემსახურებიან ყველას. ესეთი პატიოსანი ხალხი გადაარჩენს ამ ქვეყანას! უბრალოდ ისეთი კარგები იყვნენ, არ შემეძლო არ დამეწერა. დიდი მადლობა!” – წერს სტეფანემ მღებრიშვილი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძინა: – “მეგობრებო, მე არ ვარ ექიმი, რომ მეკითხებით რაღაცებს. უბრალოდ რა სიტუაციაც იყო, ის აღვწერე. ის ფაქტორი რომ მიცნეს, ურიგოა. სპეციალურად დავაკვირდი და ყველას ერთნაირად ემსახურებიან. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”