აშშ-ს CDC: კორონავირუსის შემდეგმა ვარიანტმა არსებული ვაქცინები შეიძლება არაეფექტური გახადოს.
კორონავირუსის შემდეგმა ვარიანტმა არსებული ვაქცინები შეიძლება არაეფექტური გახადოს – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.
ინფორმაციას Insider-ი ავრცელებს.
– “ვშიშობთ, რომ შეიძლება გამოჩნდეს ვირუსის ისეთი მუტაციები, რომელიც ჩვენი ვაქცინებით უზრუნველყოფილი დაცვის გვერდის ავლას შეძლებ” – განაცხადა ვალენსკიმ.
წყარო: itv.ge