თურქეთში ხანძარს ებრძვიან. ტყეში გაჩენილი ცეცხლი ქალაქ მანავგატის ცენტრამდე გავრცელდა, რომელიც ანტალიიდან 75 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ქალაქიდან ევაკუირებულია მოსახლეობის ნაწილი. ხანძრისგან გამოწვეული კვამლის გამო, სუნთქვის პრობლემებით, საავადმყოფოში 50-ზე მეტი პირი გადაიყვანეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში 19 ვერტმფრენი, 100-ზე მეტი სახანძრო ავტომობილი და 400-მდე მეხანძრე მუშაობს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
“რეზონანსი”