ადრე, 90 წლების მიწურულს გაეროს ბავშვთა ფონდი იუნისეფ-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი და ახლა უკვე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ ლოქდაუნის არარსებობა არ ნიშნავს, რომ მკაცრი შეზღუდვები არ უნდა იყოს დაწესებული!
– “ლოქდაუნს აღარავინ აცხადებს და არც არავის უნდა, რადგან ძალიან რთული იქნება. თუმცა ლოქდაუნის არარსებობა არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები არ გქონდეს დაწესებული. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები გქონდეს დაწესებული და არ აკონტროლო. საჭიროა შეზღუდვები, მით უმეტეს როცა ხედავ, რომ შენი მოსახლეობა ბოლომდე არ იცავს კანონს და უყვარს მასობრივი თავშეყრები.
უნდა გააკეთო შეზღუდვა, რომ მასობრივი თავშეყრა არ იყოს. ეს უნდა გააკეთო არა მარტო სიტყვით, რომ მხოლოდ ფურცელზე ეწეროს, არამედ საქმითაც და მკაცრი ზომებით. როცა სადმე ქორწილი ტარდება, პირდაპირ უნდა მიხვიდე და ადგილზევე დააჯარიმო” – განაცხადა ზაზა წერეთელმა.
წყარო: primetime.ge