წინასწარ დაგამშვიდებთ, გორის და ქარელის რაიონებში არ მომხდარა კორონავირუსის გავრცელება, ამ მხრივ საგანგაშო არაფერია, მაგრამ საგანგაშოა ის, რასაც აკეთებს (ანუ აფუჭებს) კომპანია “სოკარი”:
კომპანიამ თავის თანამშრომლებს მისცა დავალება, რომ მილები ჩაუჭრან იმ მომხმარებლებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვერ იხდიან მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს.
დადასტურებული ინფორმაცია რეგიონიდან, ამ რეგიონის მკვიდრმა, არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკმა გივი ვანიშვილმა მოგვაწოდა.
“ან მოაგვარეთ სოკართან ურთიერთობა ან საერთოდ გააძევეთ საქართველოდან!” – მოუწოდებს თავად ვანიშვილი ხელისუფლებას.