კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის (მეტსახელად “წუკი”) ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ “ნაცების” ახლანდელ ლიდერს, ნიკა მელიას ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი პოსტი გამოუქვეყნა.
“ნუგო” კაკულიამ მელიას ვიდეო გააზიარა, რომელშიც ოპოზიციონერი ფორმულას ეთერში წულუკიანის შესახებ საუბრობს.
“90-იანებში თითო საძმოს ჰყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო… ამ ქალბატონებს მახსენებს წულუკიანი”, – თქვა მელიამ. სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა ნ. კაკულიას პოსტიც.
“ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90 იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე”, – წერს კულტურის მინისტრის ქმარი “ნუგო” კაკულია.