აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახარებულია რუსეთის მიერ ამერიკისათვის დაწყებული დახმარების გაწევით, რომელიც კორონავირუს19-თან ბრძოლას უკავშირდება.
კერძოდ, რუსეთმა ამერიკელებს დიდი რაოდენობით სამედიცინო მოწყობილობა გაუგზავნა.
“რუსეთმა ჩვენ ძალიან-ძალიან დიდი თვითმფრინავი გამოგვიგზავნა სამედიცინო მოწყობილობით და ეს შესანიშნავია” – განაცხადა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა, რომელმაც მანამდე პუტინს თავად დაურეკა და მას გლობალურ საფრთხეებზე ესაუბრა.
ტრამპმა ასევე დასძინა: “ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს მრავალ ქვეყანასთან. ჩინეთმა გამოგვიგზავნა გარკვეული მასალები, სხვა ქვეყნებმა – ტვირთები და მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი”.
სინამდვილეში გასაკვირი არაფერია, შტატებს კორონავირუსთან ბრძოლა, თავიანთი ჩამორჩენილი ჯანდაცვის სისტემით და დაზღვევის გარეშე არსებული ათეულ მილიონობით მოქალაქით, განსაკუთრებით უჭირთ.