აღძარით საქმე თემურ ალასანიას, ამ საერთაშორისო „რაზბოინიკის“ წინააღმდეგ!

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს – დაუყოვნებლივ

აღძარით საქმე თემურ ალასანიას, ამ საერთაშორისო მასშტაბის

„რაზბოინიკის“ და მისი ადგილობრივი „პადელნიკების“ წინააღმდეგ!

არჩევნები გაგვიყალბესო, რომ ყვირის ეს თავად ყალბი და ცრუ ოპოზიცია, ძალიან მაინტერესებს „ქართულმა ოცნებამ“ ისე როგორ გააყალბა არჩევნები, რომ ცხრა პარტიიდან რვა ისეთ პარტიას მოაგებინა, რომლებიც მისი ყველაზე რადიკალური ოპონენტები იყვნენ?

გაყალბება თუ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ ისე მაინც გააყალბებდა რომ სამ-ოთხ თავის სატელიტ პარტიას წაუმატებდა ხმებს და ამ რვა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ორგანიზაციის პირისპირ მარტო არ დარჩებოდა.

ორგანიზაციაო კი ვთქვი, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაცია-მეთქი, არ მითქვამს, რადგან ძნელია პოლიტიკური ორგანიზაციები უწოდო ადამიანთა ჯგუფებებს, რომლებიც ისე იქცევიან, როგორც ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებსაც შანტაჟის და პროვოკაციების გზით მთელი ქვეყნის მძევლად აყვანა განუზრახავთ.

ტერორისტების თავკაცი, ჭკუიდან გადასული მთავარი ტერორისტი, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მანიაკალური სურვილით შეპყრობილი, კიევში უსაფრთხო ადგილას მოკალათებული, ბრძანებებს იძლევა და ესენიც, ეს მონები, ეს ნამდვილი მარიონეტები, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე, უსიტყვოდ ასრულებენ მის ინსტრუქციებს.

ერთმანეთი გძულთ და მაინც ერთად ხართ.

ერთმანეთი გეზიზღებათ და ვითომ ერთმანეთი გიყვართ.

ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ის საბრალო ადამიანები მოატყუოთ, თქვენი გულწრფელობის და კეთილშობილების რომ სჯერათ.

მიზანს რომ მიაღწევთ, პირველი, რასაც გააკეთებთ მათ მიუტრიალდებით და სასტიკად გაუსწორდებით, რომ მომავალში ხმის ამოღება ვერ გაბედონ.

ასე მოიქეცით თქვენ 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და ასე მოიქცევით ახლაც.

***

ნაციონალებს ქართველი ხალხი და საქართველო რომ სძულთ, ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ დანარჩენ პარტიებსაც ფეხზე თუ ეკიდა ეს ქვეყანა, არ მეგონა.

შვიდი პარტია დგას დღეს „ნაცმოძრაობის“ გვერდით, შვიდი სინდისზე და ნამუსზე ხელაღებული პარტია, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგომა განაჩენია, ვერდიქტია, საბრალდებო დასკვნაა, რომელიც მათ პოლიტიკურ მომავალს ასამარებს, მაგრამ ამ შვიდი პარტიის გარდა, საქართველოში კიდევ უამრავი პარტიაა, რომლებსაც, რომ ჰკითხო, თითქოს საქართველოზე და ქართველ ხალხზე ამოსდით მზე და მთვარე, მაგრამ ამ უამრავი პარტიიდან არც ერთს, ვიმეორებ, არც ერთს არ ამოუღია ხმა და ობიექტური შეფასებები არ მიუცია იმ უმსგავსობისთვის, რაც დღეს პოლიტიკის სახელით საქართველოში ხდება.

არადა, ჩემი აზრით, სწორედ ისინი კატეგორიულად და გადაჭრით უნდა ამბობდნენ, რომ, რასაც ეს პოლიტიკური ორგანიზაციები აკეთებენ, ეს არის ზოგადად პოლიტიკის და პოლიტიკოსის სახელის სრული დისკრედიტაცია.

თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ამ კოშმარის შემხედვარე საზოგადოებამ ისე დაკარგოს ნდობა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რომ მომავალ არჩევნებში ხმის მიმცემი არავინ დარჩეს.

რატომ არ აწუხებთ ეს საკითხი როგორც ადგილობრივი წარმოშობის პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომელთა თვალწინაც იქცა „ნაცმოძრაობა“ მონსტრად და ურჩხულად და საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ჭამა დაიწყო.

სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციაც“, რომელსაც დიდი აღტაცებით შეხვდა დემოკრატიული მსოფლიო, წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომელსაც ზუსტად ის გაგრძელება ჰქონდა, რაც სახელმწიფო გადატრიალებას უნდა ჰქონოდა – გარედან დემოკრატიის ფერად-ფერადი ფალასფულასით შეფუთული, შიგნით კი ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიდრეკილი სასტიკი და არაადამიანური რეჟიმი.

პირდაპირ უნდა ვთქვათ: 2003–12 წლებში საქართველოში მომხდარ იმ დიდ უბედურებაზე, რასაც „ნაცმოძრაობის“ ფაშისტურ-კრიმინალური მმართველობის სამარცხვინო და დანაშაულებრივი რეჟიმი ჰქვია, პასუხისმგებლობა იმ დემოკრატიულ ძალებს, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ეკისრებათ, რომლებმაც თავის დროზე ობიექტური შეფასება არ მისცეს ამ რეჟიმს და ქართველ ხალხს მის დამარცხებაში არ დაეხმარნენ.

დღესაც იგივე პრობლემის წინაშე დგას საქართველო _ ნაციონალი ფაშისტები ამტკიცებენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, თორემ მთელი ქართველი ხალხი ამ ფაშისტებს აძლევდა თურმე ხმას.

სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება იგივეა ადოლფ ჰიტლერი, მუსოლინი, პოლ პოტი, სადამ ჰუსეინი, იდი ამინი თუ ბოკასა კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ამას დანარჩენი მსოფლიო შეეგუოს.

– სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ შექმენით დროებითი მთავრობა და მთელ მსოფლიოს აცნობეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა – იძლევა ბრძანებებს საზღვარგარეთიდან კგბ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ალასანია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს კვლავ თავისი კრამიტდაცურებული დისშვილი დაასვას თავზე.

რა გახდა ეს თემურ ალასანია ასეთი? ეს მოუშორებელი ჭირი, ეს ქართველთყლაპია სატანა, ეს წითელი კომისარი.

მოვუწოდებთ ქართველ სამართალდამცველებს – დაუყოვნებლივ აღძარით სისხლის სამართლის საქმე თემურ ალასანიას, ამ საერთაშორისო მასშტაბის „რაზბოინიკის“ და მისი ადგილობრივი „პადდელნიკების“ წინააღმდეგ!

***

– დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! _ მოითხოვს „ნაცმოძრაობა“ და ამასვე იმეორებენ მისი „ტუტუცები“ – ე.წ. ოპოზიციური პარტიები. (ტუტუცი თანამდებობა იყო მეფის კარზე და მის მოვალეობაში შედიოდა მეფის ყვ…ების ფხანა).

ეს თანამედროვე ტუტუცები თემურ ალასანიას და მიშიკოს ყვ…ბის მფხანელებად მუშაობენ და თან საქართველო უნდა ვიხსნათ და დემოკრატია უნდა გადავარჩინოთო, იძახიან.

თქვენი გადარჩენილი საქართველო ხელახლა იქნება გადასარჩენი.

მართლა რომ გაბრაზდეს ეს „ქართული ოცნება“ და ხელახალი არჩევნები რომ დანიშნოს, მერე სად მიდიხართ, – რვა პარტიიდან მხოლოდ ერთი თუ გადალახავს 5%-იან ბარიერს, დანარჩენი შვიდი ხომ აუცილებლად გარეთ დარჩებით.

ამისთვის იკლავთ თავს? ამისთვის უძვრებით ერთ ადგილას სააკაშვილს და მის ბიძას?

ვის ემსახურებით, ვის ემონებით, ვის დაუდექით ყმად და პირისფარეშად?

ვინ რა გაგიყალბათ, ვინ რა მოგპარათ?

ალეკო ელისაშვილისთვის ვის რა უნდა მოეპარა, რა ჰქონდა მოსაპარი, რომ მოეპარათ, თუ არა კი…

დღეს პატიოსანი და ალალ-მართალი კაცის როლს რომ თამაშობს, ეს ის გათახსირებული ალეკო არ არის, რვა ქართველი ახალგაზრდა რომ დააჭერინა ღია ეთერში?

ან „გირჩისთვის“ რა უნდა მოეპარათ ან მისი შარვალჩახდილი ლიდერისთვის, შიშველი უკანალით რომ ცდილობს ოკუპანტების დაშინებას?

იქნებ „ლელოს“ ჰქონდა რამე მოსაპარი და დასაყაჩაღებელი, მევახშე და ყაჩაღი რომ ჰყავს ბელადად, რომელსაც მის მიერ დაყაჩაღებული მეანაბრეებისთვის თვალებში შეხედვის არ რცხვენია.

იქნებ „ჯუნიორ“ ვაშაძეს ჰქონდა სამი კი არა ოცდასამი პროცენტი და „მავნებელმა“ ჟვანიამ ოცი პროცენტი ააწაპნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეჩუქებინა?

„ჯუნიორ“ ვაშაძე, კაცი „ვოზდუხი“, კაცი „ბლეფი“, აღმაშენებლობას რომ იჩემებს და ორი მდედრობითი სქესის „ჭყონდიდელის“ – თაკოს და თეონას გარდა, ვერავინ შემოიკრიბა თანამოაზრეებად.

აბრაგები შემოგვივარდნენ და დაგვაყაჩაღესო, რომ აგიჩემებიათ, რა თვალ-მარგალიტი თქვენ გელაგათ თქვენს ბუტაფორიულ პოლიტიკურ სახლებში, რომ ვინმეს დაეყაჩაღებინეთ?

არაფერს არ წარმოადგენთ, არავინ არ ხართ თქვენ, გარდა ერთისა – სააკაშვილის ტუტუცები ხართ თქვენ და ისტორიაშიც ამ სახელით შეხვალთ: სააკაშვილის ტუტუცები.

ვახტანგ ხარჩილავა