გახარიას მოუწევს აღდგომის დილას “კომენდანტის საათის” გაუქმება

წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა ჩადგება “მებრძოლი ათეისტების”, “ლიბერასტების” და სხვა ანტიქრისტიანების რიგში. სავარაუდოდ, მთავრობა არც ნიკანორ მელიას გამოიყვანს მართლის მთქმელ კაცად, რომელმაც ტელევიზიის საშუალებით შემდეგი განაცხადა:

“შეშინებულია ხელისუფლება აქეთ ოპოზიციის ეშინია, იქით გავლენიანი ინსტიტუტის.ვერავინ ვერ ახსნა 9 საათიდან დილის 6 საათამდე რატომ დააწესეს კომენდანტის საათი?! ერთი დღისთვის დააწესეს და უნდა დაიტანჯოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე. ეს აღდგომის ღამისთვის გაკეთდა. არ ეყო გამბედაობა ხელისუფლებას.”