არაბს, ბინის ქირაში ფულს ვუხდი, რომ შვილები საკუთარი ცის ქვეშ უსახლკაროდ არ დარჩნენ- ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ემიგრაციაო…მიგრაციაო…სასაცილოა ეს ყველაფერი…საკუთარ ქვეყანაში საკუთარ მიწაზე სახლი არ დამიკანონეს და ემიგრაციიდან წამართვეს ..თან ისე ვინ წამართვა ფიზიკურად აზრზეც არ ვარ…ემიგრაციაო…საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე ,საკუთარ სახლიდან გამოგდებულმა ,უცხო ქვეყნის მოქალაქეს- კერძოდ არაბს -ბინის ქირაში ფულს ვუხდი ,რომ საკუთარი ქვეყნის ,საკუთარი შვილები ,საკუთარი ცის ქვეშ -უსახლკაროდ არ დარჩნენ..ემიგრაცია და მიგრაციაო..ტყუილია მეგობრებო ადამიანთა გულცივობას საზღვრები არ აქვს..ეს მოგონილი საზღვრებია, სულის ემიგრაცია სულის აბორტი ვინც განიცადა მათ მიერ….ემიგრაცია …სასაცილოა მიფურთხებამდე..საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ოჯახის წევრი შესაძლოა აღმოჩნდეს ყველაზე დიდი მოშურნე პროფესიული წარმატებისა და მახეები..სამარცხვინო ხაფანგები დაგიგოს…რა მიგრაცია რა ემიგრაცია საკუთარ ქვეყანაში საკუთარ თავს ვერ ვცნობ…ყოველშემთხვევისთვის:
არ მესროლოთ,ილია ვარ!
დილამშვიდობის უფალო!