საზოგადოებრივი არხის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
“ქართულმა ოცნებამ” აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ე. წ. შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაანულა.
ამის თაობაზე 8 ივნისს დავწერე და მაშინაც ვიკითხე, – რატომ იყო ვალდებული მმართველი პარტია, შეთანხმების პირობები და, მით უმეტეს, 43%-იანი დათქმა შეესრულებინა, როცა შეთანხმებას ხელს არ აწერდა ყველა პოლიტიკური სუბიექტი და, მათ შორის, უკიდურესად დესტრუქციული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტშიც არ შედიოდა და ყველაზე მეტადაც მოიგებდა, თუკი “ქართული ოცნება” შეთანხმებაში დარჩებოდა.
მომდევნო კვირებმა და პარლამენტში განვითარებულმა პროცესებმა ნათლად გვიჩვენა, რომ მიშელის შეთანხმება იყო ხაფანგი “ქართული ოცნებისთვის”!
ახლა კი, სრული სიცხადისთვის:
ბონდო მძინარაშვილი კი არ არის “ქართულ ოცნებასთან” ან სხვა რომელიმე პარტიასთან აფილირებული ჟურნალისტი,
არამედ
ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილთან არის აფილირებული ყველა პარტია და მოძრაობა, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული!
ეს მთავართამამა გვარამიას და ნაცსექტანტების გასაგონად!
და თვალი ადევნეთ ჩემს ფეისბუქ-პოსტებს და სატელევიზიო გამოსვლებს, – კიდევ ბევრ დისკურსს გავხსნი, როგორც აქამდე! ?