“ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, რაიონული ცენტრის დაწესებულებებს ასევე დაევალებათ, რომ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით.
„თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერთ“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
30 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 464 875 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 153 128 ადამიანი.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.93%-ია.
წყარო: newposts.ge