საფრანგეთში არ წყდება კოვიდპასპორტების შემოღების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები

საფრანგეთში ათასობით მოქალაქემ კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის მოქალაქეები ხელისუფლების მიერ კოვიდპასპორტების შემოღებას აპროტესტებენ, რომელთა ტარება საზოგადო ადგილებში სავალდებულო გახდა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მუზეუმებში, კინოთეატრებსა და საცურაო აუზებში მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა, შესვლაზე უარს ეუბნებიან.

ხალხის საპროტესტო გამოსვლები, უკვე უწყვეტ ხასიათს ატარებს!

წყარო: itv.ge