პოლონეთში მოსახლოების დაახლოებით 50% სრულად ვაქცინირებულია.
თუმცა სოცგამოკითხვები უჩვენებს, რომ პოლონელთა თითქმის მეოთხედი ანტივაქსერია, ან ვერ წყვეტს აიცრას თუ არა
პოლონეთის ქალაქ ზამოსცში უცხოებმა ღამით ვაქცინაციის მობილური პუნქტი და ეპიდემიოლოგიური სადგური დაწვეს.
წინასწარი ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი დაახლოებით ღამის პირველ საათზე ველოსიპედით მივიდა ვაქცინაციის მოძრავ პუნქტთან და ხანძარი გააჩინა… პოლიციელებმა ხანძარი შენიშნეს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის შენობაშიც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მედიის ცნობით, ვაქცინაციის პუნქტში დაიწვა მაგიდები, სამედიცინო ლოგინი და კომპიუტერი. ხოლო ეპიდემიოლოგიურ სადგურზე ალი მოედო სარდაფს, რომელშიც დამცავი კოსტიუმები ინახებოდა.
“სპუტნიკი”