რეჟიმს ყველა ვარიანტში მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება – გიგა ბოკერია

რეჟიმს ყველა ვარიანტში მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება – გიგა ბოკერია.

“თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

– “საზოგადოების ხელშია ყველაფერი. თუ ჩვენ ამ არჩევნებზე აქტიურები ვიქნებით, ამ ჩვენ ნებას გამოვხატავთ, ამ რეჟიმს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა. ეს აუცილებელი პირობაა, რომ შემდეგ რეალური რეფორმები განხორციელდეს. ამისთვის საჭიროა საკვანძო ქალაქებში და რაიონებში მათი დამარცხება, ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, „ევროპული საქართველოს“ ყველა ინიციატივა სწორედ ამ ამოცანისკენ არის მიმართული“ – აღნიშნავს ბოკერია.

წყარო: itv.ge