ბესო ზანგური სოციალურ ქსელში ფოტოს და გზავნილს ავრცელებს:
თუ ოდესმე ჩათვალოთ, რომ ძალა გამოგელიათ და მეტი აღარ შეგიძლიათ;
თუ ზუსტად, აი ბოლომდე ზუსტად გინდათ, იცოდეთ რაა სამშობლოს სიყვარული;
თუ გაინტერესებთ, რას გულისხმობდა რუსთაველი სიტყვა მეგობარში;
აი მაშინ, როცა ყველაფრით დაღლილს გულში გაგკრავთ: იქნებ არც ღირს?
ძალიან, ძალიან რომ გაგიჭირდებათ მართალი საქმისთვის ბრძოლა და სულ მარტო იგრძნობთ თავს, აი იმ წამის წინ, როცა დანებებას გადაწყვეტთ
ციმბირში, გადასახლებაში გადაღებულ ამ ფოტოს დახედეთ.
მერაბ კოსტავა!!!
ისე იცხოვრა და ისე წავიდა, რომ ბრძოლის ნაყოფიც ვერ გასინჯა. მთელი ცხოვრება იდეას და იდეალს, სამშობლოს და თავისუფლებას შესწირა. არც ერთი დაეჭვება, არც ერთი კომპრომისი, არც ერთი გვერდზე გადაგმული ნაბიჯი….
როცა ძალიან გაგიჭირდებათ ამ ფოტოს დახედეთ.