მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

“ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

წინანდალში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის – პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

წყარო: newposts.ge