ისრაელმა ლიბანზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთ რაიონებს შეუტიეს, საიდანაც მანამდე რაკეტები იყო გაშვებული ისრაელის მიმართულებით, იუწყება Jerusalem Post არმიაზე დაყრდნობით.

​როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ისრაელის მხრიდან დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებული შეტევების მეოთხე ეტაპი იყო.

მანამდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების არტილერიამ სამჯერ შეუტია ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს თავისი სასაზღვრო ზოლის დაცხრილვაზე პასუხად.

ოთხშაბათს დღისით ლიბანმა სამი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, რომელთაგან ორი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ერთმა კი საზღვარი ვერ გადაკვეთა.

 

“სპუტნიკი’