გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე გადაწყვეტ თამაშში ამერიკელ გეიბლ დენ სტივსონთან დამარცხდა.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავნენ, იხილეთ ამ ბმულზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.
“იმედინიუსი”