გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 131 გახდა

საქართველოში კორონავირუსის  კიდევ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 131-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 ადამიანი რჩება.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პირი.