ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შესწავლილი ვირუსების გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს.
როდის და როგორ მოიპოვა ამერიკულმა დაზვერვამ აღნიშნული მონაცემები, ტელეკომპანია CNN-ი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს უხანის ლაბორატორიის კვლევებთან დაკავშირებული სერვერების გატეხვის შედეგად მოხდა. წყაროების ინფორმაციით, ამჟამად აშშ უხანის ლაბორატორიაში შესწავლილი 22 000 ვირუსის შესახებ ინფორმაციას ფლობს.
გენეტიკური ინფორმაციის მასივი ფრთხილ ანალიზს მოითხოვს, რათა რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება გახდეს შესაძლებელი. ასეთი სამუშაო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში, სუპერკომპიუტერების დახმარებით ხორციელდება. ამ სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
წყარო: ptn.ge