რატომ არ აწესებენ იაპონიაში და ბელარუსიაში კარანტინს?!

კორონავირუსი საქართველოში კორონაისტერიად გადაიქცა. ამაში დამნაშავე მსოფლიო მასმედია, “ჯანმოს” თავმჯდომარე და კიდევ “ზოგ-ზოგები” არიან. თუმცა მარტო საქართველო როდია მოცული ისტერიით, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. განვიხილოთ ორი გამონაკლისი, რომელიც ისტერიის გარეშე წარმატებით ართმევს თავს ვირუსებთან ბრძოლასაც და შრომით პროცესსაც უწყვეტად აგრძელებს.

წარმოგიდგენთ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი ქვეყნის – იაპონიისა და ბელარუსიის მაგალითებს.

იაპონია

რატომ არ აწესებენ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობას და აცხადებენ კარანტინს?! მეტიც  – იაპონიაში კარანტინი მოიხსნა სკოლებიდან, რომელიც სამი კვირის წინ გამოცხადდა, ხოლო 1 აპრილიდან (იაპონიაში სასწავლო წლის დასაწყისი), ყველა ბავშვი ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას.

მთელ მსოფლიოში ახლა ჰიგიენის პროპაგანდაა გაჩაღებული. სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, ექიმები და დედაქალაქების მერები ასწავლიან თავიანთ მოქალაქეებს ხელების დაბანას, ხელებით სახის არშეხებას, თავის შეკავებას ხელის ჩამორთმევისა თუ ხვევნა-კოცნისგან! უფრო ხშირი სველი წმენდისკენ მოუწოდებენ და პირადი ჰიგიენის დაცვის რეკომენდაციებსაც იძლევიან!

იაპონიაში, ყველაფერი გარკვეულწილად განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში 126 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ძალიან მჭიდროდ – ქვეყნის ძირითად კუნძულზე, ჰონსიუზე, 1 კვ. კმ-ზე 500-მდე, ალაგ-ალაგ კი, 500-ზე მეტი ადამიანი მოდის. მიუხედავად ამისა, კორონავირუსის გავრცელება იაპონიაში პროცენტულად მიზერულია (126 მილიონ მოსახლეზე 2400 ინფიცირებული, 57 გარდაცვლილი).
1. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იაპონიაში, შეამჩნევდა, რომ გვერდით მდგომი იაპონელისგან არ იგრძნობთ არანაირ სუნს (მხედველობაში სხეულის, ტანის სუნია) ან საერთოდ თუ მოდის რაიმე სუნი მათგან, ეს მსუბუქი სუნამოს არომატია. მიზეზი არის ის, რომ იაპონელები საოცარი, მართლაც რომ საოცარი სისუფთავის მოყვარული ხალხია და დღეში სამჯერ შხაპის მიღება (ორჯერ მინიმუმ) – ნორმაა. ხელების დაბანა ყოველ შესაძლო შესაძლებლობისას არის ნორმა.

2. იაპონელები ხშირად იცვლიან ტანსაცმელს, ხოლო საცვლებს დღეში რამდენჯერმე. ეს ნორმაა.

3. იაპონიაში არ არის ჩვეულება ადამიანებთან შეხება. ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება, უბრალოდ შეხებაც კი მათთვის ძალიან ინტიმური მოქმედებებია და დასაშვებია მხოლოდ უკიდურესად ახლობელ ადამიანებს შორის. იაპონური თავის დაკვრა- სალამია, თაყვანისცემა და პატივია – ყველა შემთხვევაში.

4. დიცტანცია- იაპონელები ყოველთვის ინარჩუნებენ დისტანციას. იმყოფებით მაღაზიაში, ბანკომატის რიგში თუ საზოგადოებრიც ტრანსპორში, არავინ შეგაორთქლებთ კეფასა თუ სახეში. მანძილი, თუ პირობები საშუალებას იძლევა, ერთი მეტრია.

5. არა მხოლოდ სეზონური ეპიდემიის დროს, არამედ ყოველდღე და მთელი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელს იაპონიაში, ხორციელდება ყველა საჯარო ადგილისა და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანიტარული დასუფთავება-დამუშავება. სხვათა შორის, ბევრი რამ ხდება ავტომატურად. მაგალითად, ესკალატორის საყრდენი მუშავდება სადეზინფექციო ანტიბაქტერიული ხსნარით დღე-ღამის განმავლობაში, ასევე ესკალატორის კიბეები, როდესაც ის იატაკის ქვეშ გადის (იქ არის სპეციალური აპარატი). თუ სადმეა დატვირთული ხალხის ნაკადი, მაშინ ასეთი ადგილები მუდმივად ირეცხება და არა გრაფიკით.

6. ქვეყნის მასშტაბით, ყველა საპირფარეშო უფასო, წარმოუდგენლად სუფთა და უკიდურესად კეთილმოწყობილია. შეგიძლიათ ხელები საპნით და წყლით დაიბანოთ ნებისმიერ დროს და ზოგადად, თავიც მოიწესრიგოდ სურვილისამებრ. ბევრი საპირფარეშო აღჭურვილია სპეციალურად ისე, რომ შეძლოთ საცვლების, წინდების ან უბრალოდ ტანსაცმლის მთლიანად გამოცვლა.

7. თითქმის ყველა სასურსათო მაღაზიას აქვს სპეციალური ნიჟარები საპნის გამანაწილებლით.

8. მაღაზიებში ყველა საკვები დაფასოებული და ჰერმეტულადაა შეფუთული. ჩვეულებრივი კარტოფილიც კი პოლიეთილენის ჩანთებშია მოთავსებული. ყველა ბოსტნეული არ არის შეფუთული, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. მაგალითად, ბევრს უკვირს, როდესაც ყიდულობენ ადგილობრივ შოკოლადს და ცდილობენ მის გახსნას, ის კი კაფსულაში ჰერმეტულადაა დალუქული და არა მხოლოდ ფოლგაშია გახვეული.

9. თუ იაპონელი ავად გახდება (არა ეპიდემიის დროს, ჩვეულებრივ ავად გახდება, იგივეა კორეაშიც), მაშინ ის ატარებს ნიღაბს ისე, რომ არ დააინფიციროს სხვები. ეს არ არის სირცხვილი და არც არავის უკვირს. ეს წესია!

10. იაპონიაში პროდუქტები ძალიან მაღალი ხარისხისაა, ძალიან მოკლე შენახვის ვადით. იაპონიაში საკვების ხარისხზე მოთხოვნა ყველაზე მკაცრია მსოფლიოში, რადგან იაპონელები ბევრ საკვებს ჭამენ თერმული დამუშავების გარეშე (კვერცხი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი და მრავალი სხვა). იაპონიაში საკვები იმდენად ახალი და წარმოუდგენლად სუფთაა, რომ მისი ნედლად ჭამაც შეიძლება ყოველგვარი შიშის გარეშე, უბრალოდ, ასეთ საკვებზე უნდა ეწეროს, რომ უმად ჭამა შეიძლება. აქ ხშირად მიირთმევენ ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრებიც უმ კვერცხსა და თევზს, ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა.

 

ბელარუსია

ეს ლამაზი, მოვლილი ქვეყანა, რომელიც გეოგრაფიულად ევროპის ცენტრში მდებარეობს, იაპონიისგან ბევრი მაჩვენებლით განსხვავდება (თუნდაც მოსახლეობის რაოდენობით – ბელარუსში 9 მილიონზე ცოტა მეტი მოსახლეა). მაგრამ იაპონელებთან ბელარუსებს სისუფთავის სიყვარული აკავშირებს.

ბელარუსიის ქალაქებში ვერ ნახავთ დაბინძურებულ ქუჩებს, სოფელიც ასევე სისუფთავეშია მაქსიმალურად. პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პოსტსაბჭოთა ნგრევის პირობებში თავისი ქვეყანა აღმშენებლობის კუნძულად აქცია. აქ არ დახურულა და ჯართად არ გაუყიდიათ საწარმოები. ბელარუსები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალად არიან მიჩნეულები.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თავის ქვეყანაში აკრძალა პანიკის გავრცელება (ინტერნეტში მოქმედ პროვოკატორებს და დეზინფორმატორებს უშიშროება დაკითხავს) და საწარმოების დახურვა. ქვეყანაში ყველა საწარმო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

“ყოველ გაზაფხულს სულ ვირუსებია, ახლა ეს კორონავირუსი დაემატა. რა ვქნათ, ყოველ წელს დავხუროთ საწარმოები?” – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ბელარუსული წარმატებული საწარმოს კოლექტივთან შეხვედრისას. ლუკაშენკომ მკაცრად გააფრთხილა ბიზნესი, არ დაუშვან სამუშაოდან ხალხის გათავისუფლება, თორემ იგი ბიზნესმენებს პირადად მოსთხოვს პასუხს.

რა თქმა უნდა, ბელარუსიაშიც მიღებულია ყველა ზომა, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ჩამოტანილია კორონავირუსის ტესტები, მობილიზებულია საავადმყოფოები და სამედიცინო პერსონალი. “ჯანმოს” 2 აპრილის მონაცემებით, 9-მილიონიან ქვეყანაში სულ 192 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით, მხოლოდ 2 ხანდაზმული და სხვა დაავადებების მქონე ადამიანია გარდაცვლილი.

ლუკაშენკოს მშვიდი და იმავდროულად მტკიცე ხელის კურსი ამართლებს ისევე, როგორც იაპონური ტრადიციები და მაღალტექნოლოგიური მედიცინა.

რა თქმა უნდა, საქართველო, იაპონიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ვერც ბელარუსიისგან აიღებს მაგალითს, რადგან, სამწუხაროდ, ბელარუსიისგან განსხვავებით, ჩვენთან არც წარმოება მუშაობს და აღარც კვალიფიციური მუშაკები დარჩნენ, იშვიათი გამონაკლისის გარდა. შესაბამისად ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა ვიცხოვროთ – გარე ძალების იმედად.

რაოდენ დისონანსშია ჩვენი მდგომარეობა ბელარუსებთან, საქართველოს მთავრობა ხელში შეყურებს უცხოელებს, ბელარუსიის პრეზიდენტი კი ასეთ პოზიციაზე დგას: “ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედი უნდა გვქონდეს, თუკი გვინდა, ვიყოთ სუვერენულები და დამოუკიდებლები! ცალსახად ვამბობ: ჩვენ გადავრჩებით!