ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გამოთქმულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებას, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რას ფიქრობს მსახიობი აცრაზე და როგორ აპირებს პანდემიასთან გამკლავებას?
“ვაქცინას არ ვიკეთებ, მეშინია ასეთი რაღაცებს, სხვა სუნი მცემს, არ მომწონს სიტუაცია და არაფერში ვერევი, მირჩევნია გავერიდო და ერთმანეთს ისე მივხედოთ, სხვანაირად. გადამარწმუნონ და გავიკეთებ ვაქცინას. ფილმის სცენარივით მიდის, “ზომბი აპოკალიფსს” ჰგავს ყველაფერი, რასაც ფილმებში ვხედავ ყველაფერი მართლდება. ამდენი არ უსაუბრიათ არასდროს, ამდენი აგიტაცია – პროპაგანდა არ ყოფილა არცერთ ვაქცინაზე, არაა საჭირო ყველამ გაიკეთოს, მოხუცები არ ვართ და ბავშვებს რატომ უკეთებენ, არ ვიცი. მე ვერ ვხედავ აუცილებლობას ავიცრა, არ შველის და რად მინდა, ვერ გავიგე. ვერ არიან ესენი, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, “ბალნოი ბაზარია” და არ მომწონს, მირჩევნია თავი შევიკავოთ, ჩემით მივხედავ ჩემს ბავშვებს, არ სჭირდება ამას პანიკა და ისტერიკა. “ხელები დავიბანოთ სახლში რომ მივალთ” – რად მინდა ამის სწავლება. მეშინია ვაქცინის, მაგრამ ბევრი ლაპარაკიც არ მინდა, “ზემოთ” მყოფი ტიპების უფრო მეშინია, არ მინდა, ამ მექანიზმზე ბევრი ვისაუბრო, უცებ აგური არ დამეცეს, არ გამანადგურონ…
ჩემი და და დისშვილი დაინფიცირდნენ, მაგრამ კარგად გადაიტანეს, სახლშიც არავის გადაგვედო. ძალიან საშიში არ არის, მე აცრილზე უფრო ცუდი გავიგე, ისეთი რაღაცები ემართებათ, ზოგი ბავშვს ვერ გააჩენს… გრიპია რა ჩვეულებრივი. უფრო ისტერიკას ჰგავს. რომ არ ავიცრები, მე მგონი ჩაკეტვა მომიწევს, ბევრი კარტოფილი და პროდუქტი უნდა ვიყიდო, რომ გავძლო ოჯახთან ერთად, მაღალი კედელი ავაშენოთ და ვიყოთ. მაპატიეთ შვილებო, გიჟების ქვეყანაში რომ გაგაჩინეთ…”, – განუცხადა “ამბებს” გიორგი ყიფშიძემ.