თუკი მოვლენები ისეთი მართული ფსიქოზით გაგრძელდა, როგორც ახლა, მივიღებთ იმ ვითარებას, როდესაც ადამიანი ადამიანთან ჭირისუფლადაც აღარ მიდის. პირველ რიგში, აუცილებელია, ხალხი ეკლესიას დაემორჩილოს, რომელმაც, მადლობა ღმერთს, არ გადაუხვია უფლის გზას. გვინდა, რომ მათ დავემსგავსოთ?! – თავად განსაჯეთ, რას წერს მილანში მყოფი ემიგრანტი ქალბატონი, ნუნუ რობაქიძე:
“ვზივარ და ველოდები, როდის გ ა თ ე ნ დ ე ბ ა… მეტად სამწუხაროდ, სამშობლოს გარეთ იტალიაში მილანში ვარ ამ ურთულეს, კატასტროფულ სიტუაციაში… სამი დღეა, მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ…
ირგვლივ თითქოს სიცოცხლე აღარ არსებობს…ასე დააზომბირეს მსოფლიო ხალხები… ქალბატონის შვილი მეტად ყურადღებიანია, მაგრამ ამ სიტუაციაში ვერვინ გვეკარება, არავინ არ შემოდის. არც არაფერი გაუკეთეს სასწრაფოს მხრიდან, ვართ იმის იმედზე, რომ გარდაიცვალა მისი დროით.
მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყოველანაირად, როგორც უვლიან ქართველები მიცვალებულს… სანთლები ავუნთე… ვილოცე, საგალობლებიც ჩავურთე…მაგრამ ეს დრო არ და არ გავიდა… მარტო ძნელი ყოფილა მიცვალებულთან ყოფნა… ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ, რომ არ შევუწყო ხელი ვირუსს.
კარანტინში ყოფნა მომისაჯეს 15 დღით იმის გამო, რათა არ იციან, ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა. დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი და წაასვენებენ. ვერავინ – ნათესავი და ოჯახის წევრი ვერ მოდის შიშისაგან… შევრჩი მე მხოლოდ… ღმერთი არს ჩემთან, ჩემი უსასრულო სიყვარული – ქრისტე ღმერთი… ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება… ” – წერს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი იტალიიდან, ნუნუ რობაქიძე.
(ციტირებულია 2020news.ge -ს მიხედვით)