ერთი ამბავია ატეხილი, ვინ ჩამოიყვანს ქართველებს ევროპიდან – მთავრობა თუ “მიშა”. ამერიკაში მყოფი უამრავი ქართველი ასევე გამოქცევაზეა, მაგრამ, მგზავრობის ხარჯიანობის გამო, ვერც მთავრობა და ვერც “მიშა” ვერ გასწვდებიან, “ბიძინას” კი არ სცალია. მაგრამ ისმის კითხვა: რუსეთში რატომ არის ჩაწყნარებული ამდენი ქართველი?
სურათზე: თბილისის აეროპორტისკენ მორიგი სპეცრეისი ეშვება, თბილისის ზღვა, 3 აპრილი
ცნობისათვის: სხვადასხვა შეფასებებით, რუსეთში 700 ათასიდან 1 მილიონ 200 ათას ქართველამდე ცხოვრობს. განსხვავებით ევროპა-ამერიკისგან, რუსეთში მცხოვრები ქართველები კარგად არიან მოწყობილები, უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა თუ არა, დროებითი ცხოვრების ნებართვის დოკუმენტი აქვს. ვინც უბრალოდ ვიზით არის, მათი დიდი ნაწილი კარგ სამუშაოზეა მოწყობილი. საქართველოში მხოლოდ მათი მცირე ნაწილი წამოვიდა კორონავირუსის ფონზე, რადგან კორონავირუსის კრიზისმა რუსეთშიც მნიშვნელოვნად შეზღუდა ეკონომიკური და საქმიანი აქტიურობა.
ღმერთმა ნუ ქნას და, რუსეთში რომ ადამიანს, მათ შორის, ქართველს, რამე დაემართოს, ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, ისინი სამედიცინო მომსახურებითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი.
ამ დროს რა ხდება ევროპაში? სამი ქართველი გარდაიცვალა ევროკავშირის ქვეყანა ესპანეთში – მოუვლელობის და სამედიცინო დახმარების უკმარისობის გამო, ესპანეთის ოფიციოზმა, ქართული მხარის დიდი თხოვნის მიუხედავად, გარდაცვლილთა სხეულების გადმოცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ისინი დაწვა. ევროპაში ქართველთა უმრავლესობა შავი სამუშაოთია დაკავებული, ხშირ შემთხვევაში – არასათანადო ანაზღაურებით. ვისაც კარგი ანაზღაურება აქვს, მომვლელ ქალბატონებს, ისინი უმძიმესი სამუშაოებით არიან დატვირთულნი. იგივე ითქმის ამერიკაში გადახვეწილ ქართველებზეც.
სამედიცინო დახმარების იმედი ქართველებს ევროპა-ამერიკაში ნაკლებად აქვთ. კორონავირუსის კრიზისის ფონზე სამუშაო ბევრმა მათგანმა დაკარგა. “ქოცნების” მიერ “ნაპიარები” ევროპა-ამერიკა ერთ-ორ კვირაში საპნის ბუშტად იქცა, შესაბამისი შედეგით. ამიტომაც გამორბის ხალხი სამშობლოში, სადაც მათ მთავრობა პირველადი დახმარებით დაეხმარება, მაგრამ პერსპექტივაში ბევრს ვერაფერს შესთავაზებს.
ჩვენი წინასწარი შეფასებით (ამას კიდევ კვლევა სჭირდება, მაგრამ წინასწარ შეიძლება რაიმის თქმა), სანამ რუსეთთან არ შედგება სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკებები, რომ სამუშაო ძალები საქართველოდან რუსეთში ლეგალურად გავიდეს გარკვეულ სექტორებში სამუშაოდ და აქამდე ევროპაში დასაქმებული ხალხის ნაწილი რუსეთში არ გადამისამართდება, მანამ სოციალური დაძაბულობის დონე საქართველოში სახიფათო ნიშნულამდე იქნება მისული.
P.S. სტატიის სოციალურ ქსელში გაზიარების შემდეგ, ერთ-ერთმა ქალბატონმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
Elene Buzaladze ევროპაში მყოფები წავაწყდი იმედგაცრუებას და ამიტომ გავქვს თავზარი დაცემული. არ ველოდით ამგვარად მოვლენების განვითარებას. ჩვენი და საერთოდ წარმოდგენა ვითომ განვითარებული ევროპისა ანუ ფასეულობებისა მარტო ფულით განისაზღვრება თურმე და ამას ვერ ვურიგდებით.. ესაა ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ამგვარი სისუსტე არასდროს მიგრძვნია. უფალმა დამიფაროს დახმარება დამჭირდეს არა მაქვს იმედი ამათი პროფესიონალიზმისა. თუმცა მანამდისაც უკვე ვიყავი დარწმუნებული რომ ეს ასეა…
რუსეთში მყოფებს კი არ ეშინიათ რადგან რუსებს და ქართველებს მედიცინაში ორივეს მხარეს დიდი წვრთნა აქვს მიღებული. ესაა რომ პანიკა არაა…