“მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ შეუძლებელია, კარგ ექიმს ღვთის არ სწამდეს, გამომდინარე იქიდან, რასაც ექიმი ხედავს თავის პრაქტიკაში. როგორც ექიმი, ისე ვერავინ ხედავს უმაღლესი ძალის არსებობას, რომელიც წყვეტს ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს” – ასეთია დოქტორ ალექსანდრ მიასნიკოვის აზრი, რომელიც, ჩვენი კარგი ექიმებისთვის, რომლებიც “ეკლესიას პატივს სცემენ”, ასევე კარგი შეხსენებაა.
ალექსანდრ მიასნიკოვი – რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელოვანი ექიმია, რომელიც თავის ცოდნას აქტიურად უზიარებს ხალხს მასმედიის საშუალებით. ალექსანდრ ლეონიდის ძე – ექიმების დინასტიის წარმომადგენელია მეოთხე თაობაში. მიასნიკოვი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, აშშ-ის მედიცინის დოქტორი. მუშაობდა მოზამბიკში, ზამბეზიში, ანგოლაში, აშშ-ში, საფრანგეთში. მონაწილეობას ღებულობდა წითელი ჯვრის მისიებში. ხელმძღვანელობდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კრემლის საავადმყოფოს. არის ქალაქის მ. ჟადკევიჩის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. 8 წიგნის ავტორი.