თურქეთმა ესპანეთის კუთვნილი სამედიცინო ტვირთი გააჩერა.”ეს არის ქურდობა” – ესპანეთის პრემიერი

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო აპარატურა, რომელიც ესპანეთმა ჩინეთისგან იყიდა და ამ წუთებში თურქეთშია “დაკავებული”, რაც შეიძლება მალე გადაეცემა ესპანეთს:

“თურქეთისგან მივიღეთ დაპირება, რომ რაც შეიძლება მალე მოგვაწოდებენ რესპირატორებს – თურქეთში იქნა აწყობილი სასუნთქი აპარატები, რომელთა ნაწილებიც ჩინეთში იქნა შეძენილი, მოხდა აპარატების ტრანსპორტიტების შეჩერება და არა ჩამორთმევა. როგორც თურქული მხარე გვეუბნება, ახლა მათაც სჭირდებათ სასუნთქი აპარატები და როგორც კი იმდენი აპარატურის აწყობა მოხდება, რამდენიც სჭირდება თურქეთს, მას შემდეგ მოხდება ხელშეკრულების შესრულება და მერე გადმოგვეცემა ჩვენც რესპირატორები. ამ დროისათვის ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა სამედიცინო აპარატურის ექსპორტი. ეს არ არის ქურდობა. ანალოგიურად იქცევა რუსეთიც, რომელმაც აკრძალა საკვები პროდუქტების ექსპორტი და ამერიკამ, არ აკრძალა ექსპორტი, მაგრამ დააწესა ექსპორტის შეზღუდვები ნაციონალური მნიშვნელობის მქონე საწარმოებისთვის.”

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კონფლიქტს ამოწურულად თვლის და უახლოეს მომავალში, ელოდება რესპირატორებს, რომლებიც ზუსტად ამ დღეებში სჭირდება ყველაზე მეტად, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ქურდობაა და თუ ესპანეთის სახელმწიფო არ იმოქმედებს, ევროკომისიას მიმართავენ.

„ესპანეთის მთავრობამ ოფიციალური დიპლომატიური წერილი გაუგზავნოს თურქეთს, სადაც ეწერება, რომ სასუნთქი აპარატების დაკავებას თვლიან ქურდობად – დანაშაულია, რომ თურქეთმა დაისაკუთრა 150 რესპირატორი, რომელშიც ესპანეთს გადახდილი აქვს სამი მილიონი ევრო – ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. იმის გათვალიწინებით, რომ ჩვენი ხელისუფლება უმოქმედოდაა, ჩვენ იძულებულნი ვართ მივმართოთ ევროკომისიას, რეაგირება მოახდინოს ქურდობის ამ ფაქტზე. აი, რა ხდება, როცა საქმე გაქვს განგსტერების მთავრობასთან – ან გივარდებიან ქვეყანაში, როგორც ეს მოხდა საბერძნეთთან მიმართებაში, ან გტოვებენ იმ სამედიცინო აპარატურის გარეშე, რომელიც გჭირდება პანდემიასთან საბრძოლველად. თუ დამტკიცდა, რომ ნამდვილად თურქეთის ბრალია და არა ჩვენი ხელისუფლების არაკომპეტენტურობის, ჩვენ მოვითხოვთ ელჩის გამოწვევასაც.

წყარო: “ალია