ჩეხეთის პრეზიდენტი: “ევროკავშირს კოორდინირებული მოქმედება არ შეუძლია!”

“პანდემია დაასუსტებს ევროკავშირს. პანდემიამ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ევროკავშირს კოორდინირებული მოქმედება არ შეუძლია”, – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გაზეთ “Blesk”-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირის ხელმძღვანელმა ორგანოებმა საკმაოდ გვიან მოახდინა კორონავირუსის საფრთხეზე რეაგირება. პანდემიის დროს კი, როგორც იგი აცხადებს, ალიანსის წევრმა ცალკეულმა სახელმწიფოებმა ეფექტიანად იმუშავეს. ნაციონალური ხელისუფლებების დონეზე მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილებები მკაცრი შემზღუდავი ზომების შესახებ, მათ შორის საზღვრების დაკეტვა.

“ევროკავშირში, სამწუხაროდ შეფერხებაა. ევროკავშირს არ აქვს, მაგალითად პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის რაიმე სახის გეგმა. საჭიროა მისი შემუშავება. ევროკავშირის სათავეში კი არ შეიძლება იდგნენ მაღალჩინოსნები”, – აცხადებს ზემანი.

​ჩეხეთში 12 მარტიდან მოქმედებს საგანგებო ზომები, ხოლო 16 მარტიდან გამოცხადდა კარანტინი. მოქმედებს მკაცრი ზომები მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება მკაცრად მოუწოდებს მაცხოვრებლებს, რომ აუცილებლობის შემთხვევების გარდა, არ დატოვონ სახლები.

წყარო: ipress.ge