ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 202 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 202 251 876 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 286 441 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 35 739 777 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 616 718 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
წყარო: itv.ge