ჩვენი სირცხვილია ეს ორკი რომ პრემიერია. ქეიფი არაა დანაშაული. საპროტესტო აქციებს რომ აბრალებ კორონას, კანონმორჩილ ოჯახებს რომ გვერდიგვერდ ჯდომისთვის ახეულ ჯარიმებს არ უბრუნებთ, და შენ რომ ქეიფობ, აი ეგაა დანაშაული და დაისჯები.
წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი. გავრცელდა ვიდეო, სადაც ლაშა ბექაურის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არსებული რეგულაციების დაცვის გარეშე იყვნენ შეკრებილი. კადრებში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირიც ჩანს. თემის კომენტირებისას პრემიერმა განაცხადა, რომ ის დედოფლისწყაროში ოლიმპიური ჩემპიონის მოწვევით იმყოფებოდა. “ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟებინეთ, არ წახვიდოდით?” –განაცხადა პრემიერმა.