რა ახალი სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბელარუსის მოქმედ ხელისუფლებას ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

სანქციები მოიცავს სავაჭრო შეზღუდვებს კალიუმის სასუქზე, ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოს მრეწველობის პროდუქტებზე და ასევე იმ პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ბელარუსში რეპრესიებისთვის შეიძლება გამოიყენონ.

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა დააწესა ფინანსური სანქციები ბელარუსი ეროვნული ბანკებისთვის, ბელარუსის ავიაკომპანიების დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა და უარი თქვა იმ თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაზე, რომლებითაც ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი უახლოესი თანამოაზრეები სარგებლობენ.

“ლუკაშენკოს რეჟიმი ბელარუსში აგრძელებს დემოკრატიის ჩახშობას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ეს სანქციები აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი არ მიიღებს ლუკაშენკოს მოქმედებებს არჩევნების გაყალბების შემდეგ” – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

“კისერიც გიტეხიათ ამ სანქციებით. ათასი წელი არ ვიცოდით ეს დიდი ბრიტანეთი და ახლაც არ გვინდა ვიცოდეთ. ამერიკელების დამქაშები ხართ” – თქვა პასუხად ალექსანდრ ლუკაშენკომ.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობის გამო ლუკაშენკოს რეჟიმს სხვადასხვა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.