ალეკსანდრ ლუკაშენკო: “საქართველო ჩემი თავის ტკივილია”

“საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, ჩემი თავის ტკივილია”, – ასე უპასუხა ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან, საზოგადოებრიობისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრორუსული პარტია “ნეიტრალური საქართველოს” წევრის, “საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის” ხელმძღვანელ ვალერი კვარაცხელიას კითხვას.

«საბჭოთა დროს არაერთგზის ვიყავი აფხაზეთში (თუმცა სამხრეთ ოწეთში არ ვყოფილვარ), ვიყავი საქართველოში, თბილისის გარდა… ქართველები, თეთრი “ვოლგა”, ლამაზი გოგოები… რუსებს, ბელარუსებს, უკრაინელებს თქვენი ყოველთვის შურდათ! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე – ეს აყვავებული ოაზისი იყო. მერე რამოხდა იქ – ცოტა ხნის წინ ვნახე. მიზეზებს არ დავასახელებ: კარგი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსა და ქართველების მიმართ. იქ როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები არსებობს, მაგრამ ყველაფრიდან გაკვეთილების გამოტანაა საჭირო, საქნამ გვიანი არ არის. ჩვენ უკვე გადავკვეთეთ წითელი ხაზები, მაგრამ კუთხეში მიმწყვდეულები ჯერ არ ვართ. საჭიროა დაბრუნება, ერთ მაგიდასთან დაჯდომა და განსაზღვრა იმისა, რა უნდა მოვიმოქმედოთ. უნდა დავიწყოთ ეკონომიკით, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ ამაში არის აზრი სა სარგებელი», – აღნიშნა ბელარუსმა ლიდერმა.

მისივე თქმით, საქართველო “უკვა შორსაა” სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან: “აქ ახალგაზრდობა ინგლისურად უფრო ხშირად საუბრობს, ვიდრე რუსულად”. “ამის შესახებ თავის დროზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ვუამბე, პირადად კი მაშინ დავრწმუნდი, როცა საქართველოს მაშინდელ პრზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად თბილისის ქუჩებში გავისეირნე. მან ვიღაცას მოუხმო და ისინი არა რუსულად გამესაუბრნენ, არამედ ინგლისურად – თარჯიმნის შუამავლობით. ეს ხომ კატასროფაა! და სამომავლოდ მდგომარეობა მხოლოდ კიდევ გაუარესდება», – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსი ლიდერის შეფასებით, “საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, შორდებიან რა ერთმანეთს, ტრადიციულ ბაზრებსკარგავენ”. მან გაიხსენა, რომ “ჯერ კიდევ საქართველოსა და უკრაინის დსთ-ში წევრობისას სთხოვა მიხეილ სააკაშვილსა და პეტრო პოროშენკოს, არ დაეტოვებინათ ეს გაერთიანება, თუმცა მათ ყურად არ იღეს”. «გასვლა ადვილია, აი, დაბრუნება კი – გაცილებით რთული. სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის – მორალურით», – დასძინა ლუკაშენკომ.

მისივე აზრით, “პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დასავლეთში არავინ ელის”. “ხალხო, იქ არ გველიან! და არა იმიტომ, რომ იქ საზიზღარი დასავლეთია, აგრესიულები არიან და ა.შ. ყველაფერი ადამიანების ყოფას, ეკონომიკას უკავშირდება. მათ თავისი ეკონომიკა აქვთ, თავისი ბაზარი, საკმარისზე მეტ პროდუქტს აწარმოებენ, ამის გასაღება სჭირდებათ და შესაბამისად, ბაზრები. ჩვენც მათ, უპირველესად, გასაღების ბაზრად ვჭირდებით, ასევე, როგორც ჩვენი ჟურნალისტები ამბობენ, იაფი მუშა-ხელის სტატუსით. აბა ვინ დაიწყებს ახლა პოლონეთში მარწყვის კრეფას, უკრაინელი გოგონების გარდა? მე კი არ მსურს, რომ ბელარუსები იქ მიდიოდნენ. მირჩევნია, აქვე დავრგო და დაე, აქ ტკეპნონ მიწა» – განაცხადა ლუკაშენკომ და დაძინა, რომ “პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოების გაერთიანების საფუძვლად ეკონომიკა შეიძლება, იქცეს”.