ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 52%, აშშ-ში 50%, დიდ ბრიტანეთში კი 58.7%

ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 52%, აშშ-ში 50%, დიდ ბრიტანეთში კი 58.7% – Bloomberg.

მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე მონაცემს Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს, რომლის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.4 მილიარდს გადააჭარბა. ვაქცინაცია სულ 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 42 მილიონი ადამიანი იცრება.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 45 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 52%, აშშ-ში 50%, დიდ ბრიტანეთში კი 58.7%.

ყველაზე მეტი 1.7 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ევროკავშირში ვაქცინების 487 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი – 350 მილიონი.

წყარო: newposts.ge