მძიმე ეპიდვითარების გამო “დროა” ხალხმრავალ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უარს ამბობს

პოლიტიკური პარტია “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პარტიის პოზიცია გააცნო.

“დროა” ხელისუფლებას მოუწოდებს: გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, ასევე სხვადასხვა ქალაქში გახსნას აცრის მობილური პუნქტები.

ელენე ხოშტარიამ ასევე განაცხადა, რომ არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო, “დროა” ხალხმრავალ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უარს ამბობს.

წყარო: itv.ge