მერე რა,რომ კოვიდი დამიდასტურდა?ეს თუ კოვიდია,მაშინ ბრონქიტი რაღაა არ ვიცი. მხოლოდ ხველება თუ მიქმნის დისკომფორტს. აცრის სურვილით არც ადრე ვიწვოდი,არც ახლა მითუმეტეს და რატომაა ეს დანაშაულის ტოლფასი,არ მესმის. მე არავისთვის მომიწოდებია აცრისასკენ და არც არავის მოვუწოდებ არაცრისაკენ.
არადა აქა იქ სტატუსები მხვდება,მათ შორის იმ ადამიანების,რომლებთანაც წლებია მაქვს აქ ურთიერთობა და ტექსტების,რომლებითაც იწერება სტატუსები და კომენტარები,ჩემთვის მიუღებელია. ასე მგონია ქართული ფეისბუქი სავსეა იმ ადამიანებით,30-იან წლებში ე.წ. ,,დონოსებს”რომ წერდა ენკავედეში. უფალს მადლობა,რომ ნაც-მოძრაობის მმართველობის პირობებში არ იყო პანდემია,თორემ ძალმომრეობა ხომ ძალმომრეობად,მაგრამ ,,სუ”-სის თუ ,,კუდ”-ის შენობათან ხომ დადგებოდა ჩამშვებების რიგები,რომლებიც სახელებითა და გვარებით გადასცემდა სპეცსამსახურებს აუცრელების სიას. ზოგი ისე იმადლება იმ თავისი აცრით,გეგონება საქვეყნო საქმე გაეკეთებინოს. თუ შენი ჯანმრთელობისათვის ასე ჩათვალე საჭიროდ და გაიკეთე,შეირგე და იყავი შენთვის. ნუ დაემსგავსები ავზნიან ნარკომანს,რომელსაც თავის გარშემო მყოფების განარკომანება უნდა,იმის გამო თვითონ რომაა ნარკომანი. წეღანაც ვთქვი, მყავს როგორც აცრილი მეგობრები,ასევე აუცრელებიც,რომლებმაც იციან თავიანთი საქმე, არიან ზრდასრული ადამიანები,ამიტომაც ვერც ვერაფერს ვურჩევ და ვერც გადაწყვეტილებას მოვიწონებ ან დავუწუნებ,ისევე როგორც მე არ ვღებულობ რჩევას და მითუმეტეს მოწოდებას. ერთხელ ვთქვი და მორჩა,არ გავიკეთებ და ამის გამო ნურავინ ნუ დამამუნათებს.
მერაბ ხოსროშვილი, პუბლიცისტი