ვაქცინაციის ხელშესაწყობად საქართველო EU-სგან დამატებით €35 მილიონს მიიღებს

ვაქცინაციის ხელშესაწყობად საქართველო და 5 ქვეყანა EU-სგან დამატებით €35 მილიონს მიიღებს.

ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის გამოყოფილ დახმარებას 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე ზრდის.

ინფორმაცია დამატებით 35 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკომისიის საიტზეა გამოქვეყნებული და აღნიშნულია, რომ თანხა მოხმარდება ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

“დამატებით 35 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტით ევროკავშირის მიზანია გაზარდოს ვაქცინების ხელმისაწვდომობა აღმოსავლეთ პარნიორობის რეგიონში. აღნიშნული თანხა დაემატება თავდაპირველად გამოყოფილ 40 მილიონ ევროს, რომელიც თებერვალში იქნა გამოყოფილი და მიზნად ისახავდა ვაქცინაციისთვის მზაობის უზრუნველყოფას ლოკალურ დონეზე პოპულაციის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინებით იმუნიზაციისთვის” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ptn.ge