ეგვიპტეში კობრამ მიკროავტობუსის 4 მგზავრი და მძღოლი მოკლა

ეგვიპტეში, კობრამ მიკროავტობუსის 4 მგზავრი და მძღოლი მოკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას Arab News-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიკროავტობუსის მფლობელმა მძღოლს ქვეწარმავლის სხვა ქალაქში გადაყვანა სთხოვა, რაზეც მძღოლი დათანხმდა.

მან მუყაოს ყუთში მოთავსებული კობრა საბარგულში შეინახა და მიკროავტობუსში ოჯახის 4 წევრი აიყვანა.

მგზავრობისას გველი ყუთიდან გამოძვრა და მიკროავტობუსში მყოფი ხუთივე ადამიანი დაკბინა, რის შემდეგაც ისინი გარდაიცვალნენ.

მანქანა ბეტონის ბარიერს დაეჯახა, გველმა გაქცევა სცადა, მაგრამ დამთვალიერებლებმა მისი დაჭერა და მოკვლა შეძლეს.