პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დღეს მართლამადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

სამებაში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე არ ესწრება.

„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთადერთი, წნევის ცოტა მაღალი ციფრები დაფიქსირდა.

ვინაიდან, საპატრიარქოშიც ტარდებოდა მსახურება 7:00 საათზე, იქ დაესწრო. წინ ბევრი დღესასწაულია და ჩვენი დიდი თხოვნა გაითვალისწინა, რომ დღეს საპატრიარქოში დასწრებოდა მსახურებას.

სამედიცინო კუთხით მას არანაირი კონსულტაცია არ დასჭირვებია. ყველაფერი კარგადაა. გუშინ ლოცვაზე ბრძანდებოდა“, – განაცხადა პატრიარქის პირადმა ეექიმმა, ცისანა შარტავამ.