სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს – ილია მეორე

საქართველოს პატრიარქი მრევლს ხარების დღესასწაულს საპატრიარქო რეზიდენციიდან ულოცავს. ილია მეორის მიმართვას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პატრიარქი დღეს სადღესასწაულო წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა.

“გილოცავთ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობას, ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს,”- განაცხადა ილია მეორემ.