“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
“ტვ–პირველმა საერთოდ დამალა ჩვენი დღევანდელი ინიციატივა ხალხისათვის სადეპუტატო სიების გახსნაზე სამაგიეროდ აი ახლა გაუკეთეს საათიანი პირდაპირი ჩართვა უშიშროების შექმნილ, ივანიშვილის ნარკო–წარმოების მქადაგებელ, ფრონტის ხაზზე უკანალ-ჩახდილი, გასაბერი ეკლესიის შემქმნელ პარტიად წოდებულ სამარცხვინობას. აბა რა აზრი აქვს იმედი დამბლოკავს თუ ვითომ ოპოზიციური არხი?
P.S ამ და სხვა ოპოზიციურ ტელევიზიებს დღემდე არ მიუწვევიათ ეთერში პარტიის მერობის კანდიდატი მიშა ქუმსიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი. გააგრძელეთ, გააგრძელეთ ასე და სადაც მიხვალთ მერე არ ატეხოთ წივილ–კივილი.”
შეგახსენებთ, დღეს შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა:
ლეიბორისტურმა პარტიამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სიები გახსნილია ხალხისთვის, ჩვენი სიები სადეპუტატო, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე. მთელი საქართველო – ჩვენ ერთი პარტია ვართ! ჩვენი მომავლისათვის, ჩვენი ისტორიისთვის. დავდგეთ ერთად, სამშობლო გეძახით, დაგვირეკეთ, ჩაეწერეთ ჩვენ პარტიულ სიაში. ჩვენ ჩვენი დიდგორი წინ გველოდება და ის ჩვენი მოსაგებია. ხალხის გააქტიურების გარეშე, ვერანაირი პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, გადამწყვეტ ცვლილებებს ვერ განახორციელებენ.