რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ავტობუსის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი Telegram-ში წერს.
„დაშავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ქალი გარდაიცვალა,“- აცხადებს გუბერნატორი.
ავტობუსში აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 21:11 საათზე მოხდა. დაიღუპა ერთი მგზავრი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი – კრიტიკულია. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები.