თავსმოხვეული კოვიდტერორის წინააღმდეგ!

გთხოვთ, გააზიაროთ!!! არასდროს ვყოფილვარ ბუნტის, ნებისმიერი მოტივით აგორებული რევოლუციის მომხრე, რადგან, ამით ყოველთვის სარგებლობენ ნაძირლები, ხალხი კი… მოტყუებული და პირში ჩალაგამოვლებული რჩება!

თუმცა, დღეს , როგორც არასდროს, განსაკუთრებული დილემის წინაშე აღმოვჩნდით-ან უნდა დავნებდეთ ბოროტ ძალებს, რომლებიც იატაკქვეშეთიდან კარგა ხანია გამოვიდნენ და მოსპობით ემუქრებიან კაცობრიობას(რა მნიშვნელობა აქვს, ეს ერთდროულად მოხდება, თუ რამდენიმე წელი დასჭირდება!), ან უნდა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ-რაც არ უნდა დაგვიჯდეს, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს ჩვენი ცდა, უნდა ვეცადოთ , ერთად დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და მომავალიც!

დიახ, უკვე ენის მოჩლექის და ნიშნისმოგების დრო აღარ არის-პირიქით , დაგვიანებულია კიდეც!
მთავარია , დავძლიოთ შიში და უფალიც შეგვეწევა ამ ანტიადამიანურ ძალებთან ბრძოლაში!
სხვანაირად , ისედაც ვიხოცებით!არ არის ამ სიტყვებში არაფერი გაზვიადებული-ეს უახლოესი პერსპექტივაა, თუ არ გამოვიღვიძეთ და თანამოაზრეები( ჯანსაღი ცნობიერებაშერჩენილები)ერთ მუშტად არ შევიკარით!

რითაც არ უნდა შეფუთონ, ვინც არ უნდა დაგვიპირისპირონ
(ვგულისხმობ ზომბირებულ, თუ გულუბრყვილოდ ფეხის ხმას აყოლილ ჩვენსავე სისხლსა და ხორცს), ჩვენი ბრძოლა სამართლიანი იქნება და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ კიდეც!

ყოველ შემთხვევაში, უფლის წინაშე პირნათელი წარვსდგებით!
ვიქნები გულწრფელი თუ ვიტყვი: იმედის სხივი ჩამისახა წუხელ ზვიად ტომარაძის საჯარო განცხადებამ:
თავსმოხვეული კოვიდტერორის წინააღმდეგ, თანამოზრეთა ინიციატივით, იქმნება „სამოქალაქო დაცვის კოალიცია“, რომელსაც სოციალურ ქსელში ათასობით მხარდამჭერი გამოუჩნდა.

თუმცა, სოციალური ქსელიდან რეალურ მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ და ბოროტ ძალებს დავუმტკიცოთ, რომ ასე იოლად არ დავნებდებით!
უფალმა გაგვაძლიეროს ამ აუცილებელ და სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანში!!!

 

ზაურ ნაჭყებია