“საქართველოში ეკონომიკა პირდაპირ დუღს” – ირაკლი ღარიბაშვილი

“მომავალი წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც, აუცილებლად გვექნება ორნიშნა ეკონომიკური დიდი ზრდა” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი და ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში.

– “სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება. ასე, რომ ჩვენ დავიწყეთ და შედეგად ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური დიდი ზრდა. მომავალი წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური დიდი ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი, ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში. ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: newposts.ge