საერთოდ ფეხებზე გკიდიათ … ასე როგორ შეიძლება?! – განო მელითაური

ბრენდ “კომბინიზონას” დამფუძნებელი განო მელითაური 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ერთი კვირა მაინც მოგვეცით ხოლმე!
5 სამუშაო დღე მ ა ი ნ ც !
ასე როგორ შეიძლება?!!
საერთოდ ფეხებზე გკიდიათ კერძო სექტორი,და მცირე /საშუალო ბიზნესი?! რომელიც მუხლჩაუხრელად ემსახურება ქვეყანას?

ჩვენ, ვინც ისეთ საქმიანობას ვეწევით, რომ კოვიდის დროსაც გვიწევს მუშაობა, რადგან ექიმების ჯანმრთელობაა პირდაპირ კავშირში, დაგვდეთ პატივი და გაგვაგებინეთ რომ ტრანსპორტი გვაქვს ისევ დასამენეჯმენტებელი ჩვენი სახსრებით!

დაგვდეთ პატივი და ერთი სამსიტყვიანი მეილი მაინც გამოგვიგზავნეთ რამდენიმე დღით ადრე!!! რომ დავამენეჯმენტოთ!
ჯადოქრები ა რ ვ ა რ თ!
ბაზა მაინც შეგექმნათ ამდენი ხანი!
ეს არის ე ლ ე მ ე ნ ტ ალ უ რ ი!

იქნებ სადღაც გაწყობთ კიდევაც, რომ ადგილობრივო პროდუქცია გააქროთ და ამ ეგიდით გაბერილი, აბსურდული ტენდერები აცხადოთ ჩინურ ნაგავზე! ან რამდენიმეს გაურიგდეთ და წევიდა ატკატები!
#მორიგიუპასუხისმგებლობა” – წერს განო მელითაური.

წყარო: newposts.ge