კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაშია

საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაშია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარაში – 746, იმერეთშიი – 667, ქვემო ქართლში – 281, შიდა ქართლში – 345, გურიაში – 133, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 364, კახეთში – 418, მცხეთა-მთიანეთში -125, სამცხე-ჯავახეთში – 104, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854, საიდანაც 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 106, აჭარაში – 913, იმერეთში – 968.

დღევანდელი მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 767 882 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 477 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 417 013, გარდაიცვალა 6 371 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“იმედინიუსი”