ვაშინგტონთან სამხედრო ბაზაზე უცხო პირმა შეაღწია

ვაშინგტონის რაიონში მდებარე ამერიკულმა სამხედრო ბაზაზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მის ტერიტორიაზე შეაღწია. წერს РИА Новости.

მამაკაცის დაკავების შემდეგ გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გამოცხადდა.

„ანაკოსტია-ბოლინგის გაერთიანებულ ბაზაზე (Joint Base Anacostia-Bolling) შეიარაღებული პირის არსებობის საფრთხე მოხსნილია. ეჭვმიტანილი დაკავებულია და ვაშინგტონის პოლიციას გადაეცემა“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბაზის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის გამო ბაზის ტერიტორია ჩაიკეტა, ტერიტორიაზე მყოფ პირად შემადგენლობას უსაფრთხო ადგილას თავის შეფარებისკენ მოუწოდეს.

ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველი, ჯერჯერობით უცნობია.

‘სპუტნიკი”